2018 წლის საუკეთესო 10 ქალაქი სტუდენტებისთვის | Allnews.Ge

2018 წლის საუკეთესო 10 ქალაქი სტუდენტებისთვის

უმაღლესი განათლების ანალიტიკოსებმა ლონდონი სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქად დაასახელეს.

Quacquarelli Symonds-ის მეხუთე გამოცემაში ლონდონი მესამედან პირველ ადგილზე არის გადასული. მას თითქმის არ ჩამორჩებიან ტოკიო და მელბურნი.

Quacquarelli Symonds-ის სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქის ინდექსის დასადგენად, ანალიტიკოსები რამდენიმე ინდიკატორს ითვალისწინებენ, მათ შორის არის: საუკეთესო უნივერსიტეტების ჩამონათვალი, სასურველობა, ხელმისაწვდომობა, სტუდენტების შეხედულება და დასაქმების უნარიანობა.

თითოეული ინდიკატორი შეიცავს ქალაქის ასპექტების შესახებ ინფორმაციას, რაც მომავალ სტუდენტებს ეხება, დაწყებული უსაფრთხოებიდან, ჰაერის დაბნძურების დონიდან და დასრულებული სოციალური ინკლუზიითა და პოპულარობით.

დამსაქმებელთა აქტივობის მიხედვით კი ლონდონი მეორე ადგილზეა. აღნიშნული ინდიკატორი განსაზღვრავს, რომელი ქალაქია ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებლებს შორის, რომლებიც კურსდამთავრებულებში პოტენციურ თანამშრომელს ეძებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში გაერთიანებული სამეფოს სხვა ქალაქებთან შედარებით ცხოვრება და ბინის ქირაობა გაცილებით ძვირია,  დედაქალაქში 17 საერთაშორისოდ აღიარებული უნივერსიტეტია.

იხილეთ სტუდენტებისთვის საუკეთესო სხვა ქალაქების რეიტინგი:

QS-ის საუკეთესო სტუდენტური ქალაქების ჩამონათვალი: 2018 წლის ტოპ 10

myquiz