როგორი იქნება სკოლა, რომელსაც მოსწავლეთა ბედნიერებისთვის აშენებენ | Allnews.Ge

როგორი იქნება სკოლა, რომელსაც მოსწავლეთა ბედნიერებისთვის აშენებენ

ინდოეთში ახალი სკოლა შენდება, რომელიც მოსწავლეთა ბედნიერებაზე იქნება ორიენტირებული. ამ სკოლის მოსწავლეებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ინდივიდუალური საგაკვეთილო ცხრილის შედგენის შესაძლებლობა ექნებათ. სასკოლო გეგმაში არც სტანადრტული ტესტები იქნება, რომლებიც, როგორც წესი, მოსწავლეების სტრესს იწვევს. სკოლა 2020 წლისთვის გაიხსნება და 400 მოსწავლე კვირის განმავლობაში სკოლის ტერიტორიაზე იცხოვრებს.

სკოლის დამაარსებლების ღრმა რწმენით, ტრადიციული განათლების სისტემა მალე საკუთარ თავს ამოწურავს, რადგან თანამედროვე გამოწვევებს ვერ უპასუხებს. ამ ახალ სკოლაში დამფუძნებლები ტრადიციულ საკლასო ოთახებს მედიტაციისთვის განკუთვნილი ოთახებით ჩაანაცვლებენ.

სასწავლო დაწესებულებაში იქნება ლაბორატორიები კრეატიული აზროვნების განსავითარებლად და განსახორციელებლად. სივრცე დაეთმობა ისეთ ადგილებსაც, სადაც მოსწავლეები აზრების გაცვლასა და კოლაბორაციას შეძლებენ და უფრო მეტი, ამ სკოლის მოსწავლეები საკუთარი ბიზნესის განვითარებასაც კი შეძლებენ.

დამფუნებლების თქმით, ტრადიციული განათლების სისტემა პერსონალურ ბედნიერებასა და ემოციურ ინტელექტს უგულებელყოფს.

myquiz