როდის დაიწყება თბილისის ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია? | Allnews.Ge

როდის დაიწყება თბილისის ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია?

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია ივნისის პირველ ნახევარში დაიწყება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, რეგისტრაციის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ რეგისტრაციის პირველი ეტაპი ივნისის პირველ ნახევარში იქნება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში დარეგისტრირებულ ბავშვებს განმეორებითი რეგისტრაცია იმავე ბაგა-ბაღში აღარ ესაჭიროებათ.

myquiz