თბილისის ბაგა-ბაღში უსაფრთხოების ბადეები მონტაჟდება | Allnews.Ge

თბილისის ბაგა-ბაღში უსაფრთხოების ბადეები მონტაჟდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, პროექტებს შორისაა, შენობის ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეების მონტაჟი. ამ ეტაპზე, სამუშაოები 100-ზე მეტ ბაღში დასრულებულია, ხოლო 58 საბავშვო ბაღში კვლავ მიმდინარეობს.

ბადეების მონტაჟი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით ხორციელდება, რაც ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ფანჯრების საევაკუაციო მიზნით გამოყენებას. მიმდინარე სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.

myquiz