რა ღირს სწავლა თბილისის ყველაზე პრესტიჟულ სკოლებში?
2017/2018 სასწავლო წლების მონაცემებით, საქართველოში 57 141 მოსწავლე კერძო სკოლაში იღებს ზოგად განათლებას, მაშინ როდესაც 2000/2001 წლებში მათი რაოდენობა 12 137 იყო. ეს მონაცემები იმას მოწმობს, რომ კერძო სასწავლო დაწესებულებათა რიცხვი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება.
ფინანსური შესაძლებლობების შემთხვევაში მშობლები კერძო სკოლებს ანიჭებენ უპირატესობას, ვინაიდან ფიქრობენ, რომ კერძო სასწავლებლებში სწავლების ხარისხი გაცილებით მაღალია.
გთავაზობთ თბილისის პრესტიჟული კერძო სკოლების ჩამონათვალს და სწავლების საფასურს:
ბრიტანულ-ქართული აკადემია - ფასი: 5900 დოლარი

გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია - ფასი: მე-8 კლასამდე 12 500 ლარი, 9-12 კლასები 24 000 ლარი

წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა - ფასი: 4 700-5 900 ლარი

ნიუტონის თავისუფალი სკოლა - ფასი: 5 400 ლარი

კავკასიის ფრანგული სკოლა - ფასი:დაწყებითი კლასები 5 100 ევრო, მაღალი კლასები 5 450 ევრო

ევროპული სკოლა - ფასი: ქართული სექტორი 4 000 ევრო, საერთაშორისო სექტორი 8 000 ევრო

ლოგოსი - ფასი: 7-8 კლასები 9 000 ლარი, 9-12 კლასები - 11 180 ლარი

ახალი სკოლა - ფასი: დაწყებითი 2 800 ევრო, საშუალო - 2 900 ევრო, საბაზო - 3 100 ევრო

ქართულ-ამერიკული სკოლა - ფასი: 8 000 ლარი
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - ფასი: 2 400 ფუნტი
