დანიაში სტუდენტებს სწავლის სანაცვლოდ 1000 დოლარს უხდიან | Allnews.Ge

დანიაში სტუდენტებს სწავლის სანაცვლოდ 1000 დოლარს უხდიან

დანიაში სტუდენტებს სწავლის სანაცვლოდ ფულს უხდიან. უფრო კონკრეტულად, ხელისუფლება იმ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში ირიცხებიან, ყოველთვიურად 1000 დოლარს უხდის. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დანიაში სწავლა უფასოა და სტუდენტებს არანაირი გადასახადის გადახდა არ უწევთ. ასე რომ სტუდენტები პირველი ანაზღაურების გამომუშავებას ჯერ კიდევ უნივერსიტეტში, სწავლის პროცესში იწყებენ.

სწორედ ამის გამო, დანიელი სტუდენტები ამჯობინებენ უნივერსიტეტში დარჩენას იმაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე სხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.

დანიელ სტუდენტებს შესაბამისი მეტსახელიც შეურჩის, რაც ქართულად "მარადმწვანე სტუდენტს" ნიშნავს.
 "მარადიულ სტუდენტებს" უნივერსიტეტში 6 ან მეტი წლით დრჩენის უფლება აქვთ.

სასწავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ევროპის კიდევ სამი ქვეყნის სტუდენტები. ეს ქვეყნებია: შოტლანდია, ნორვეგია და ფინეთი. ზოგიერთ ქვეყანაში კი უმაღლესი განათლების მიღება საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა. მაგალითისთვის, ინგლისში სტუდენტებს სწავლის დასრულების მომენტისთვის, უკვე საშუალოდ 70 ათასი დოლარის ოდენობის ვალი აქვთ. ზოგიერთ ქვეყანაში სწავლის საფასური, შესაძლოა, წელიწადში ათასობით დოლარს შეადგენდეს.

რაც უფრო მეტ ადამიანს სურს უმაღლესი განათლების მიღება, სულ უფრო აქტიური ხდება დებატები საკითხზე, ვინ უნდა იხდიდეს სწავლის საფასურს - თავად სტუდენტი თუ გადასახადის გადამხდელები.

myquiz