ოქსფორდის უნივერსიტეტი გოგონებს გამოცდებზე ბიჭებზე უფრო მეტ დროს აძლევს | Allnews.Ge

ოქსფორდის უნივერსიტეტი გოგონებს გამოცდებზე ბიჭებზე უფრო მეტ დროს აძლევს

ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოცდისთვის გამოყოფილი დრო მდედრობითი და მამრობითი სტუდენტების შემთხვევაში განსხვავებულია. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გოგონებისთვის საგამოცდო დრო გახანგრძლივებულია, ამის მიზეზად კი მდედრობითი სქესის სტუდენტების შემთხვევაში დაფიქსირებული დაბალი ქულების გამოსწორების მცდელობა სახელდება.

2017 წლის ზაფხულის გამოცდებზე, სადაც მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს აბარებდნენ, გოგონებს ნამუშევრის დასრულებისთვის 15 წუთით მეტი დრო მისცეს, რადგან ჩათვალეს, რომ დროის ფაქტორი უარყოფითად აისახებოდა მდედრობითი სქესის სტუდენტებზე. აღსანიშნავია, რომ არანაირი შეღავათი არ ყოფილა მასალისა და კითხვების სირთულის თვალსაზრისით.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უნივერსიტეტში მსგავსი პრეცედენტი დაუშვეს. წინა წლებში დაფიქსირებული შედეგების თანახმად, მამრობითი სქესის სტუდენტები თითქმის ორჯერ სჯობდნენ გოგოებს მოსწრების თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს გამომცდელებმა მდედრობითი სქესის სტუდენტებისთვის გარკვეული შეღავათი მიეცათ. ადმინისტრაციის მცდელობის მიუხედავად, მამრობითი სქესის სტუდენტები მდედრობითი სქესის სტუდენტებს სჯობდნენ.

თუმცა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ცვლილებების წყალობით გოგონების საგამოცდო შედეგები დროთა განმავლობაში გაუმჯობესდება.

myquiz