კალაძემ საბავშვო ბაღების განახლებული კვების მენიუ გაასაჯაროვა | Allnews.Ge

კალაძემ საბავშვო ბაღების განახლებული კვების მენიუ გაასაჯაროვა

კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე საბავშვო ბაღების კვების რაციონი გაასაჯაროვა. საინფორმაციო ბუკლეტის თანახმად, 5 დღეზე გაწერილი მენიუს ორი ვარიაცია არსებობს, რომლებსაც კვირის მონაცვლეობით სთავაზობენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. ერთი დღისთვის გათვალისწინებული რაციონით ბავშვი ჯამში 1292 კილოკალორიას იღებს.

კვების რაციონში, რომლებითაც საბავშვო ბაღები ხელმძღვანელობენ არის როგორც ზღვის, ასევე ხორცპროდუქტები. ბავშვები ყოველდღიურად იღებენ რძის ნაწარმს - მათ შორის რძეს, ყველს, კარაქს, ხაჭოსა და არაჟანს. ასევე, მენიუში ყოველდღე არის ხილი, კერძოდ, ვაშლი, ბანანი და გოგრა.

საუზმე როგორც წესი ფაფებით არის დატვირთული, მენიუში ასევე გვხდება ქათმის სალათი, თუმცა გასათვალისწინებელია რომ ის არაჟნით მზადდება.

სადილზე მიირთმევენ სხვადასხვა სახის წვნიანს, მათ შორის ბორშს, მაკარონის, ბრინჯის, ბარდისა და გუფთის წვნიანს. მენიუში ვხვდებით ასევე, ამოლესილი ლობიოს, მოხარშულ ქათამს, საქონლის ხორცის რაგუს, კარტოფილის პიურეს, შემწვარ თევზს, ხაჭაპურსა და ხაჭოს მოხარშულ კვერებს არაჟნით.

myquiz