ზესტაფონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ბავშვები ტორტით მოიწამლნენ | Allnews.Ge

ზესტაფონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ბავშვები ტორტით მოიწამლნენ

ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მოწამვლა საკონდიტროში შეძენილმა ტორტმა გამოიწვია. სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტროში, სადაც ტორტი იყო დამზადებული, დარღვევები აღმოაჩინეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტორტში, რომელიც აღსაზრდელებმა მათი თანატოლის დაბადების დღეზე, სოფელ ილიმის საბავშვო ბაღში მიირთვეს, სტაფილოკოკის ბაქტერია აღმოჩნდა.

"როგორც კი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, მაშინვე შევამოწმეთ საკონდიტრო და დაუყოვნებლივ მოხდა მისი დახურვა, რადგან ადგილზე შემოწმების დროს იყო კრიტიკული დარღვევები დეზინფექცირების და სურსათის უვნებლობის კუთხით, ხოლო უშუალოდ იმ ტორტის ანალიზმა გვიჩვენა, რომ საკონდიტრო ნაწარმში აღმოჩნდა მიკრობიოლოგიური დარღვევა, ნაპოვნი იქნა სტაფილოკოკის ბაქტერია", - განაცხადეს სურსათის უვნებლობის სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს ზესტაფონის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში 11 ბავშვი გადაიყვანეს.

myquiz