დაურიგდებათ თუ არა მოსწავლეებს ვაშლები 15 სექტემბერს? | Allnews.Ge

დაურიგდებათ თუ არა მოსწავლეებს ვაშლები 15 სექტემბერს?

15 სექტემბერს სკოლაში ბავშვებს ვაშლები არ დაურიგდებათ, რადგან პროექტის განსახორციელებლად ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტების მენეჯერმა, მაია მუშკუდიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ვაშლების დარიგების კამპანიას უწყება ოქტომბრიდან დაიწყებს, თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის 10 სკოლაში.

ალექსანდრე ჯეჯელავა ვაშლების კამპანიის მნიშვნელობას განმარტავს

"ამ სასწავლო წელს ვაშლების დარიგების კამპანია აუცილებლად გახორციელდება, თუმცა სწავლის პირველივე დღეს მოსწავლეებს ვაშლები არ დახვდებათ, რადგან ჯერ კიდევ პროცედურები მიმდინარეობს, უნდა მოხდეს ტენდერის გამოცხადება. რადგან ეს საპილოტე პროგრამა და ჯანსაღად კვების კამპანიაა, ვაშლების დარიგებას კვირაში ერთხელ ჯერჯერობით მხოლოდ 10 სკოლაში ვგეგმავთ და ვნახოთ, მომავალში ამ პროექტის ფარგლებში კიდევ რა კამპანია განხორციელდება", - განმარტა მაია მუშკუდიანმა.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის ბიუჯეტი და სკოლების დასახელებები ცნობილი ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება.

myquiz