39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა - მაია მიმინოშვილი | Allnews.Ge

39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა - მაია მიმინოშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებს გარკვეული რაოდენობა გამოეთიშა.

როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ეს ის აბიტურიენტები არიან, რომლებმაც გამოსაშვებ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს. კონკურში, საერთო ჯამში, მონაწილეობა 39 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო.

ამასთან, მაია მინინოშვიოლის თქმით, სტატისტიკური მონაცემების თვალსაზრისით, სტუდენტების მონაწილეობის მხრივ მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება დაფინანსებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდაზე 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება - 1457-მა, 50%-იანი დაფინანსება - 4081 სტუდენტმა, ხოლო ე.წ. უფასოზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა.

მისივე თქმით, წელს, რამდენიმე პოზიტიური ტენდეცია შეინიშნება, მათ შორის ის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 1047 არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

myquiz