Forbes Georgia-მ 10 ქართველი მილიარდერის რეიტინგი გამოაქვეყნა: ვინ არიან ისინი და ვის რა ქონება აქვს?
Forbes Georgia-მ, თავისი 15-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, ქვეყნის 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი წარადგინა. ეს არ არის მხოლოდ ციფრების ერთობლიობა - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდა.
რეიტინგის მიხედვით, ასეულში შემავალი ადამიანების ჯამური ქონება 60.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 60%-ია. საინტერესოა, რომ სიმდიდრის უდიდესი ნაწილი სწორედ სიის სათავეშია - პირველი ხუთეული მთლიანი ქონების თითქმის ნახევარს ფლობს.
- მიხეილ ლომთაძე - 15.8 მილიარდი ლარი
- ბიძინა ივანიშვილი და ოჯახი - 7.2 მილიარდი ლარი
- გიორგი ჯოხთაბერიძე - 2.76 მილიარდი ₾
- ირაკლი რუხაძე - 2.22 მილიარდი ₾
- თემურ ჭყონია - 1.74 მილიარდი ₾
- პაატა კურტანიძე - 1.56 მილიარდი ₾ (ავერსი)
- გიორგი რამიშვილი - 1.48 მილიარდი ₾ (სილქ როუდ ჯგუფი)
- კახაბერ ოქრიაშვილი - 1.14 მილიარდი ₾ (PSP)
- ხვიჩა მაქაცარია - 1.13 მილიარდი ₾ (თელასი, თბილისი ენერჯი)
- გია გორგოშაძე - 1.04 მილიარდი ₾ (გორგია) წაიკითხეთ კვლევა სრულად