საავადმყოფოს მომსახურება, ჯანმრთელობის დაზღვევა, სტომატოლოგია და ა.შ. - 20 მომსახურება, რომელიც სექტემბერში გაძვირდა
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება მომსახურებებს, წლიურად ყველაზე მეტად გაიზარდა საავადმყოფოს მომსახურებისა და ტელეფონის შეკეთების ფასი.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ გაძვირებული ტოპ-20 მომსახურების ჩამონათვალს:
საავადმყოფოს მომსახურება - 27%
მობილური ტელეფონის შეკეთება - 14%
თერაპევტის კონსულტაცია - 13%
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 10.4%
ქალის თმის დავარცხნა - 10%
მამაკაცის თმის შეჭრა - 9%
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 9%
ჯანმრთელობის დაზღვევა - 8.7%
სანტექნიკოსის მომსახურება - 8.3%
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 7%
სასტუმროს მომსახურების ღირებულება - 6.4%
მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება - 6%
სისხლის ანალიზი - 5%
საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა - 4.5%
ძიძის მომსახურების ღირებულება - 4.4%
გასართობი ცენტრის მომსახურების ღირებულება -4%
ტაქსით მომსახურება ქალაქს შიგნით - 3.3%
მამაკაცის ფეხსაცმლის შეკეთება -3%
მღებავის მომსახურება - 2.4%
ქალის ფეხსაცმლის შეკეთება - 2.3%