პრეზიდენტის და პრემიერის ხელფასი თვეში 16 000 ლარი და ა.შ. - 2026 წლიდან თანამდებობის პირებს ხელფასები ეზრდებათ: დეტალები
2026 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურება 10%-ით ისევ გაიზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე ასახულია.
პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო. ყველაზე დაბალი, 8 კოეფიციენტით კი, პარლამენტის წევრების ანაზღაურება გამოითვლება.
ამასთან აღსანიშნავია, რომ კოეფიციენტით გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება. მაგალითად, თუ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2025 წელთან შედარებით ხელფასები 10%-ით იზრდება, გამოდის საბაზრო ხელფასი შეადგენს 1600 ლარს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, რამდენი იქნება თანამდებობის პირების და მათ შორის, პარლამენტის წევრების ხელფასი 2026 წელს:
[შენიშვნა: გაანგარიშება გაკეთებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საბაზო ხელფასის მიხედვით]
- პრეზიდენტი ( კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
- პრემიერ მინისტრი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
- მინისტრი ( კოეფიციენტი 8.5) - თვეში 13 600 ლარი, წლიურად 163 200 ლარი;
- მინისტრის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 7.50) - თვეში 12 000 ლარი, წლიურად 144 000 ლარი;
- მინისტრის მოადგილე (კოეფიციენტი 7.25) - თვეში 11 600, თვეში 139 200 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) - თვეში 14 720 ლარი, წლიურად 176 640 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) - თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 800 ლარი; იხილეთ ვრცლად