ვინ არის მსოფლიოში 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი? - Forbes-ის განახლებული რეიტინგი | Allnews.Ge

ვინ არის მსოფლიოში 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი? - Forbes-ის განახლებული რეიტინგი

Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი განაახლა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 10 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივი წმინდა ქონება 1%-ით ანუ 21 მლრდ დოლარით გაიზარდა და 2.13 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამის მიზეზი კი ის ფაქტი იყო, რომ აგვისტო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის არაერთგვაროვანი თვე იყო - ექვსი ადამიანი გამდიდრდა, ოთხი კი გაღარიბდა. მიზეზი რამდენიმე მზარდი ტექნოლოგიური კომპანიის აქციების დაცემა იყო.

ყველაზე დიდი მოგება Alphabet-ის ხელმძღვანელებს ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს ჰქონდათ, რომელთა ქონებაც 20.3 მილიარდი დოლარით და 15.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Google-ის აქციები თითქმის 9%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. პეიჯი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზე დარჩა, ხოლო ბრინი ერთი საფეხურით წინ წავიდა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

Forbes-ის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ვინაობა სექტემბრის მონაცემებით ასე გამოიყურება:

1 ილონ მასკი

ქონება: 415.6 მლრდ დოლარი

წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X

2. ლარი ელისონი

ქონება: 270.9 მილიარდი დოლარი

წყარო: Oracle

3. მარკ ცუკერბერგი

ქონება: 253 მილიარდი დოლარი

წყარო: Meta (ფეისბუქი)

4. ჯეფ ბეზოსი

ქონება: 240.9 მილიარდი დოლარი

წყარო: Amazon

5. ლარი პეიჯი

ქონება: 178.3 მილიარდი დოლარი

წყარო: Google

6. სერგეი ბრინი

ქონება: 165.9 მილიარდი დოლარი

წყარო: Google

იხილეთ სრულად