ერთ წელიწადში სახელმწიფო საგარეო ვალი 229 მლნ დოლარით გაიზარდა - ვისი ვალი აქვს საქართველოს? | Allnews.Ge

ერთ წელიწადში სახელმწიფო საგარეო ვალი 229 მლნ დოლარით გაიზარდა - ვისი ვალი აქვს საქართველოს?

2025 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.041 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.473 მლრდ ლარს) შეადგენს. ეს კი 229.394 მლნ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.812 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.705 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.623 მლრდ დოლარს აჭარბებს, ორმხრივი კრედიტორების კი 1.483 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 335.9 მლნ დოლარს შეადგენდა.

2025 წლის ივლისი მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB),
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და
  • განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

მსხვილი კრედიტორები 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.438 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.733 მლრდ დოლარი
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.180 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 438.4 მლნ დოლარი
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 165.9 მლნ დოლარი

იხილეთ სრულად