მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კარტოფილი ყველაზე იაფია - როგორია სამეზობლოს ფასები
მსოფლიოს 127 ქვეყანას შორის კარტოფილი ყველაზე ძვირი ისლანდიაში ღირს, ყველაზე იაფი კი ბანგლადეშში, - ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, 1 კგ. კარტოფილი ისლანდიის მარკეტებში საშუალოდ 3.7 დოლარი ღირს, ბანგლადეშში კი 36 ცენტი.
5 ქვეყანა, სადაც 1 კგ. კარტოფილის ფასი მარკეტებში ყველაზე მაღალია, ასე გამოყურება:
- ისლანდია - 3.7 დოლარი;
- სამხრეთ კორეა - 3.68 დოლარი;
- ნიკარაგუა - 3.63 დოლარი;
- პაპუა-ახალი გვინეა - 3.38 დოლარი;კოსტა-რიკა - 2.96 დოლარი.
მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კარტოფილი ყველაზე იაფია
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 109-ე ადგილზეა. ამ მონაცემებით, ერთი კგ. კარტოფილის ფასი მარკეტებში საშუალოდ 66 ცენტია. Numbeo-ს მონაცემებით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კარტოფილი ყველაზე იაფია.
უფრო კონკრეტულად, მეზობელი ქვეყნების მარკეტებში 1 კგ. კარტოფილის საშუალო ფასები ასეთია:
- თურქეთი (108-ე ადგილი) – 70 ცენტი;
- აზერბაიჯანი (107-ე ადგილი) – 72 ცენტი;
- სომხეთი (101-ე ადგილი) – 79 ცენტი;
- რუსეთი (95-ე ადგილი) – 88 ცენტი. იხილეთ სრულად