ისრაელიდან ვიზიტორების რაოდენობა 35.7%-ით გაიზარდა - რამდენს ხარჯავენ საქართველოში
ისრაელიდან ვიზიტორების რაოდენობა 35.7%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, ტურიზმის ეროვნულია ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-ივნისში საქართველოში ისრაელის 171 294 მოქალაქე ჩამოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი მათმა რაოდენობამ 126 213 შეადგინა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში ისრაელის მოქალაქე ვიზიტორებისგან ქვეყანამ 241.9 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, გასული წლის იგივე პერიოდში კი - 175.4 მლნ აშშ დოლარი.
ისრაელის მოქალაქე საქართველოში საშუალოდ 1 412 დოლარს ხარჯავს
სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, გამოდის, რომ წელს ისრაელის 1-მა მოქალაქემ საქართველოში საშუალოდ 1 412 აშშ დოლარი დახარჯა, გასული წლის იგივე პერიოდში - 1 390 დოლარი. (შენიშვნა: რა თქმა უნდა, მონაცემები გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლით და ზოგიერთი მოქალაქე მეტს, ხარჯავს, ზოგიც ნაკლებს).