საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 9 მლრდ დოლარს გადააჭარბა - ვისი კრედიტი გვაქვს | Allnews.Ge

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 9 მლრდ დოლარს გადააჭარბა - ვისი კრედიტი გვაქვს

2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.145 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.907 მლრდ ლარს) შეადგენს. ეს კი 182 მლნ დოლარით მეტია მაისთან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მაისის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.963 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის ივნისის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.804 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.7 მლრდ დოლარს აჭარბებს, ორმხრივი კრედიტორების კი 1.603 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 340.6 მლნ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, 2025 წლის ივნისი მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

მსხვილი კრედიტორები 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.445 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.755 მლრდ დოლარი
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.2 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 453.4 მლნ დოლარი
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 168.3 მლნ დოლარი

იხილეთ სრულად