ივნისში თბილისში 3236 ბინა გაიყიდა - როგორია ფასი?
2025 წლის ივნისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 236 შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ.
პუბლიკაციის მიხედვით, გაყიდვების რაოდენობაში წლიური 11%-იანი ზრდაა, რაც ძირითადად დაბალი საბაზრო ეფექტით არის გამოწვეული.
ამავე პერიოდში გასაყიდი ფასი 1 269 აშშ დოლარს გაუტოლდა და წლიურად 8%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ბაზრის მოცულობას, მისი საერთო ღირებულება 264 მლნ აშშ დოლარი გახლავთ, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. გასაქირავებელი ფასი კი წლიურად 11%-ით შემცირდა და 10.4 აშშ დოლარი შეადგინა.