ჩინური მანქანების საშუალო ფასი 43%-მდე შემცირდა - რა ჯდება ერთი ავტომობილი?
წელს 5 თვის მონაცემებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ჩინური ავტომობილების საშუალო ფასი 43%-მდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ საქსტატის, საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს.
ჩინური მანქანის იმპორტი 10 ათას დოლარამდე ჯდება
კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-მაისში ქვეყანაში 1 653 ერთეული ჩინური ავტომობილი შემოვიდა, რაც ჯამურად 16.084 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო; გასული წლის იგივე პერიოდში კი 1 144 მანქანის იმპორტი 19.416 მლნ აშშ დოლარი დაჯდა. გამოდის, რომ წელს, საანგარიშო პერიოდში, ერთ ერთეული ჩინური ავტომობილს ღირებულება საშუალოდ, 9.7 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი - 16.9 ათას აშშ დოლარს.
შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე, შესაბამისად, ავტომობილის მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხევდით, ღირებულება შესაძლოა, მეტი ან ნაკლები იყოს. იხილეთ სრულად