რა გაძვირდა ივნისში - ტოპ-10 პროდუქტი
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 % შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მიხედვთ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 %, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2 %-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივნისში ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერია ლიმონი, რომლის ფასი წლიურად 101.5%-ით არის მომატებული.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნუსი“ საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ პროდუქტების ათეულს, რომელიც გასულ თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- ლიმონი - 101.5%
- კივი - 50%
- კარტოფილი - 38%
- კომბოსტო - 32%
- ნაყინი - 29%
- მზესუმზირის ზეთი - 28.4%