რომლებია ევროკავშირის ტოპ-10 ქვეყანა, სადაც სიღარიბის რისკის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი / დაბალია | Allnews.Ge

რომლებია ევროკავშირის ტოპ-10 ქვეყანა, სადაც სიღარიბის რისკის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი / დაბალია

ევროკავშირის ქვეყანათა შორის, სადაც ადამიანები სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ არიან, რუმინეთი და ბულგარეთი არიან „გამორჩეული“. ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემებიდან ვიგებთ.

სტატისტიკის თანახმად, სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ რუმუნეთის მოსახლეობის 34% დგას, ბულგარეთში კი ეს მაჩვენებელი 32%-ია.

გთავაზობთ ევროკავშირის 10 ქვეყანას, რომლებშიც სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია:

  • რუმინეთი - 34%
  • ბულგარეთი - 32%
  • საბერძნეთი - 26%
  • ესპანეთი - 26%
  • ლატვია - 26%
  • ესტონეთი - 25%
  • ლიტვა - 25%
  • იტალია - 24%
  • დანია - 21%
  • საფრანგეთი - 21%

მეორე მხრივ, ჩეხეთი და სლოვენიაა ის ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. იხილეთ სრულად