რა ქონებას ფლობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი?

საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის ივნისში აქვს შევსებული. იმ პერიოდში ის ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნის თბილისში 2 ბინა, ასევე, ერთი ბინისა და ერთი საცხოვრებელი სახლის წილები.

კერძოდ, დეკლარაციის მიხედვით, ბოჭორიშვილის საკუთრებაშია წავკისში 1498 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც 2022 წელს 77 ათას აშშ დოლარად შეიძინა; 109.7 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2024 წელს 180 ათას აშშ დოლარად შეიძინა; მინისტრი ფლობს ასევე 58.75 კვ.მ. ბინას თბილისში, რომელიც 2019 წელს 90 ათას დოლარად აქვს შეძენილი. გარდა ამისა მაკა ბოჭორიშვილს სახელზეა რეგისტრირებული ასევე: 65.47 კვ.მ. ბინისა და 1 000 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის 50-50%-იანი წილები.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში მაკა ბოჭორიშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჰქონდა: 2 350 ლარი, 8 017 აშშ დოლარი და 2 012 ევრო ჰქონდა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში 114 226 დოლარის იპოთეკური სესხი უფიქსირდებოდა. იხილეთ სრულად