რა ქონებით დატოვა თანამდებობა ზურა ხაჩიძემ?
ზურა ხაჩიძემ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან 16 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს ზურა ხაჩიძე. მონაცემები ემყარება მის მიერ 2024 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციას.
ზურა ხაჩიძემ 2024 წელს 70 000 დოლარად შეიძინა 457 კვ.მ ბინა თბილისში, სადაც 18% წლს ფლობს. კერძოდ, მის საკუთრებაში ამ ბინიდან არის 80 კვ.მ. ამასთანავე, მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული ორი ბინა თბილისში. აქედან ერთი 2008 წელს 55 000 დოლარად არის შეძენილი (95.63 კვ.მ), ხოლო მეორე 2019 წელს 50 000 დოლარად.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ხაჩიძის სახელზეა 2020 წლის toyta camry, რომელიც მან 2023 წელს 15 000 დოლარად იყიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში ხაჩიძის ოჯახის სხვადასხვა საბაკო ანგარიშებზე იყო ჯამში 2 660 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 38 031 დოლარი (ბანკის კრედიტი სახლის შეძენისთვის) და 120 434 ლარი (ბანკის კრედიტი იპოთეკური სესხი).
გარდა ამისა, ხაჩიძეების ოჯახი დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. დეკლარაციის მიხედვით, ზურა ხაჩიძის მეუღლეს წილები ჰქონდა სამ კომპანიაში, ესენია: შპს „ბი ენ ბი“ (100%), შპს „კომპანია ა. ნ.“ (50%) და შპს „ტრანსატლანტიკი და პარტნიორები“ (25%). ამასთანავე, „ბი ენ ბი“-სა და „კომპანია ა. ნ.“-ში ის იკავებს დირექტორის თანამდებობასაც. იხილეთ სრულად