სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი თბილისში - კვადრატულის ფასი 2 000 დოლარსაც აღემატება
დედაქალაქის მასშტაბით, ბინები ყველაზე ძვირი ვაკეში ღირს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ. კერძოდ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ვაკეში კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი 2 178 დოლარია.
ამავე კვლევის მიხედვით, ბინებზევ ყველაზე დაბალი ფასი - 1 000 დოლარი სამგორის რაიონში ფიქსირდება.
სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი
უფრო კონკრეტულად, თბილისში კვადრატულის საშუალო ფასი უბნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- ვაკე - 2 178 დოლარი;
- საბურთალო - 1 382 დოლარი;
- კრწანისი - 1 329 დოლარი;
- დიდუბე - 1 303 დოლარი;
- ჩუღურეთი - 1 267 დოლარი;
- ისანი - 1 186 დოლარი;
- დიდი დიღომი 1 135 დოლარი;