რა ქონებას ფლობს ბოკუჩავა-იოსელიანის ოჯახი? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ბოკუჩავა-იოსელიანის ოჯახი?

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვას მე­უღ­ლემ, კოტე იო­სე­ლი­ან­მა, ახ­ლა­ხან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვილს, უტა ივა­ნიშ­ვილს, წლე­ბის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" ეთერ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო სა­ჯა­როდ ბო­დიშს უხ­დის. იო­სე­ლი­ა­ნის ამ ნა­ბი­ჯ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია და კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­ხა­და მისი წარ­სუ­ლი სკან­და­ლე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა.

კოტე იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა:

"მო­გე­სალ­მე­ბით, ამ ვი­დე­ოს ვწერ ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად რამ­დე­ნი­მე წლის წინ უტა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად მხვდე­ბო­და ფე­ის­ბუქ პოს­ტე­ბი, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ეს სა­კი­თხი. გულ­წრფე­ლად, უტას ბო­დიშს ვუხ­დი ამის შე­სა­ხებ, რად­გან ეს იყო სიც­რუე და მე მისი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ არა­სო­დეს არა­ფე­რი არ მსმე­ნია. ერ­თა­დერ­თი რაც ვიცი, მას ყო­ველ­თვის კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია და მის ვაჟ­კა­ცო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ეს იყო ტყუ­ი­ლი რაც მე ვთქვი და ბო­დი­შის მოხ­და არა­სო­დეს არ არის გვი­ა­ნი. რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბე­ბი შე­იქ­მნა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, მე იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ამ ფორ­მუ­ლი­რე­ბით მეთ­ქვა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მარ­თლა გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ და მინ­და, კი­დევ ერთხელ ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო უტა ივა­ნიშ­ვილს".

სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია:

ვი­დე­ოს არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლისტ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის კი­თხვა: "კოტე გცე­მეს? თუ ქუ­ჩამ “გა­კა­ჩა­ვა”?“ მე­უღ­ლის ვი­დე­ო­ზე ამ დრომ­დე თინა ბო­კუ­ჩა­ვას სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

ოჯა­ხის შე­სა­ხებ

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტმა თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო - 2009 წელს და­ამ­თავ­რა ფლე­თჩე­რის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის სკო­ლა, დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლო­ბით. შემ­დეგ სწავ­ლობ­და შტა­ტებ­ში სმი­ტის კო­ლე­ჯში, პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ 2011 წელს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტი და­ი­კა­ვა. 2012 წლამ­დე კი მუ­შა­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის მო­ად­გი­ლედ.

პო­ლი­ტი­კო­სის სა­პარ­ლა­მენ­ტო კა­რი­ე­რა 2012 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და, პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: "ერ­თი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - "მეტი სარ­გე­ბე­ლი ხალ­ხს“.

ბო­კუ­ჩა­ვა მას შემ­დეგ მუდ­მი­ვად იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი, უკვე მე-3 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტია, რაც ის დე­პუ­ტა­ტის სა­ვარ­ძელს იკა­ვებს. იხილეთ სრულად