„ჯერჯერობით არ ვართ ჩინური ინვესტიციების ორმხრივ კაბალაში“ - რატომ დომინირებენ გზის მშენებლობებზე ჩინური კომპანიები? | Allnews.Ge

„ჯერჯერობით არ ვართ ჩინური ინვესტიციების ორმხრივ კაბალაში“ - რატომ დომინირებენ გზის მშენებლობებზე ჩინური კომპანიები?

საქართველოში ჩინური ბიზნესები იზრდება. მხოლოდ გასულ წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში 304 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. ზრდა გრძელდება მიმდინარე წელსაც - 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში რეგისტრირებულია 93 ბიზნეს სუბიექტი, რაც წლიურად 3.3%-იანი ზრდაა.

ჩინური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი ბიზნესების უდიდესი ნაწილი საქმიანობის უცნობი ტიპით ხასიათდება. მაგალითად, შარშან რეგისტრირებული 304 კომპანიიდან 286-ის საქმიანობის სფერო უცნობი იყო, წელს რეგისტრირებული კომპანიებიდან კი არც ერთის საქმიანობა არ იყო ცნობილი.

საქართველოში დაარსებული ჩინური კომპანიების ბრუნვა რიგ შემთხვევაში ქართული კომპანიების ბრუნვასაც კი აღემატება. ასეა მაგალითად, გზების მშენებლობის ნაწილში. კერძოდ, საქართველოში ბრუნვის მიხედვით 2024 წელს გზის მშენებლობით დაკავებული უმსხვილესი 10 კომპანიიდან ექვსი ჩინური იყო, ეს კომპანიებია:

  • China Railway 23rd Bureau Group;Georgia branch of China Road and Bridge Corporation;
  • Hunan Roads and Bridges Construction Group LLC;
  • Guizhou Highway Engineering Group Co;China Railway Tunnel Group Co, Ltd;
  • China State Construction Engineering Corporation Ltd.

გზების მშენებლობა სწორედ ის მიმართულებაა, სადაც ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ და მათი მონაწილეობა რიგ შემთხვევაში უმსხვილეს პროექტებში ხორციელდება. ასე მაგალითად, გასულ წელს რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის (სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის კმ 0+440 კმ 4+940 (ლოტი 1)) ასაშენებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში China Railway Tunnel Group Co., LTD-მა გაიმარჯვა. კომპანიამ სამუშაოები 212 548 390 ლარად უნდა შეასრულოს. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ხელშეკრულების დოკუმენტები ატვირთული არ არის. იხილეთ სრულად