რომელ რეგიონში ცხოვრობს საქართველოში დასაქმებულთა ყველაზე მცირე ნაწილი - „საქსტატის“ ახალი მონაცემები
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში სამუშაო ძალა 1.63 მლნ-ს შეადგენს, მათგან 86%, ანუ 1.403 მლნ ადამიანი დასაქმებულია. უმუშევართა რაოდენობა კი 227 ათასი გახლავთ.
რა გასაკვირია, რომ ქვეყნის ყველაზე მასშტაბურად დასაქმებული პუნქტი დედაქალაქი თბილისია, სადაც დასაქმებულთა 33% მუშაობს.
რაც შეეხება დასაქმებულთა სრული ოდენობიდან ყველაზე დაბალი პროცენტულობით წარმოდგენილ რეგიონებს, ისინი ასე გამოიყურება:
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10 900 დასაქმებული (0.78%)
მცხეთა-მთიანეთი - 33 700 დასაქმებული (2.4%)
- გურია - 39 400 დასაქმებული (2.81%)
- სამცხე-ჯავახეთი - 60 200 დასაქმებული (4.29%)
- შიდა ქართლი - 101 700 დასაქმებული (7.25%)
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 117 700 დასაქმებული (8.39%)
- კახეთი - 121 900 დასაქმებული (8.69%)
- ქვემო ქართლი - 140 500 დასაქმებული (10.01%)
- აჭარა - 141 800 დასაქმებული (10.11%)
- იმერეთი - 170 400 დასაქმებული (12.15%)
- თბილისი - 464 300 დასაქმებული (33.1%)