„ზანგეზურის დერეფნის გახსნით, სომხეთი ხდება სატრანზიტო ქვეყანა“ - დაკარგავს თუ არა საქართველო ტვირთებს | Allnews.Ge

„ზანგეზურის დერეფნის გახსნით, სომხეთი ხდება სატრანზიტო ქვეყანა“ - დაკარგავს თუ არა საქართველო ტვირთებს

„ზანგეზურის დერეფნის გახსნით, სომხეთი ხდება სატრანზიტო ქვეყანა, ეს მისი აუხდენელი ოცნებაც კი იყო“, - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა “ბიზნესპრესნიუსთან”ისაუბრა.

მანამდე, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იუჯინ ჟუკოვმა „ინტერპრესნიუსთან“ სატრანზიტო დერეფნების დივერსიფიცირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს დივერსიფიცირებულ და განვითარებულ სატრანზიტო დერეფნებს. შესაბამისად, ჟუკოვმა აღნიშნა, რომ ზანგეზურის დერეფნის ნაწილში მათი მხრიდან მხარეებთან თანამშრომლობის მზაობაა, პარალელურად კი შუა დერეფნის მხარდაჭერაც გაგრძელდება.

თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ თუ რეგიონში სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა იქნება, შუა დერეფანი ტვირთების ძალიან დიდ ნაწილს შეინარჩუნებს.

აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება პაატა ცაგარეიშვილი. მისი თქმით, თუ ზანგეზურის დერეფნის პროექტი განხორციელდება, შუა დერეფანი მნიშვნელოვანი მოცულობის ტვირთებს დაკარგავს. იხილეთ სრულად