თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა - როგორია ფასი ძველ და ახალ პროექტებში | Allnews.Ge

თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა - როგორია ფასი ძველ და ახალ პროექტებში

თბილისში, 2025 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი ბინების გაყიდვები გაიზარდა. „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, წელს მარტში დედაქალაქში გაყიდულია 3 078 ბინა, წინა წლის იმავე პერიოდში კი 2 991 საცხოვრისი.

გაყიდვებთან ერთად გაზრდილია ფასებიც. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის მარტში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი პირველად ბაზარზე 1 330 დოლარს შეადგენდა, 2024 წლის მარტში კი 1 271 დოლარი იყო.

რაც შეეხება მეორად ბაზრებს, კვლევის თანახმად, ამ შემთხვევაში ახალ პროექტებში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 220 დოლარს შეადგენდა, ძველ პროექტებში კი 1 კვ.მ. 1 159 ლარის ფარგლებში იყო.