SOCAR-მა ბაქოს საფონდო ბირჟაზე "მწვანე ობლიგაციები" განათავსა | Allnews.Ge

SOCAR-მა ბაქოს საფონდო ბირჟაზე "მწვანე ობლიგაციები" განათავსა

SOCAR Tower-ში გაიმართა ღონისძიება SOCAR-ის „მწვანე ობლიგაციების“ ბაქოს საფონდო ბირჟაზე (BSE) განთავსების აღსანიშნავად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, SOCAR-ის ზედამხედველთა საბჭოს თავმჯდომარე მიკაილ ჯაბბაროვი, SOCAR-ის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი, ასევე BSE-ის, NDC-ის, ბანკების, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

socar-green-obligations-3-1741594454.jpeg

მომხსენებლებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის სტრატეგიულ მიზნებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ქვეყანა ამ მიმართულებით დგამს, გლობალურად მზარდი განახლებადი ენერგიის მოთხოვნისა და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ მზარდი მნიშვნელობის ფონზე. აღინიშნა SOCAR-ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განახლებადი ენერგიის მიმართულებით და განსაკუთრებით გაესვა ხაზი "მწვანე ობლიგაციების" მნიშვნელობას შიდა კაპიტალის ბაზარზე ინოვაციებისა და ეფექტიანობის წახალისებაში, კომპანიის მდგრადი განვითარების მიზნებთან თანხვედრაში.

socar-green-obligations-2-1741594479.jpeg

ასევე, აღინიშნა SOCAR-ის ობლიგაციების მიერ შიდა კაპიტალის ბაზარზე 2016 წლიდან შექმნილი პოზიტიური დინამიკა, ინვესტორების ხანგრძლივი ნდობა და მზარდი ინტერესი, ისევე როგორც ბოლო წლებში ამ ობლიგაციების მიერ შექმნილი ეკონომიკური ღირებულება. SOCAR-ის "მწვანე ობლიგაციების" ბაზარზე გაშვება არის სტრატეგიული ნაბიჯი უფრო ეკოლოგიურად მდგრადი საინვესტიციო ინსტრუმენტების გაფართოების მიმართულებით და ახალი ეტაპის დასაწყისი.

socar-green-obligations-4-1741594505.jpeg

ღონისძიება დასრულდა "სიმბოლური ზარის" დარეკვით, რაც SOCAR-ის "მწვანე ობლიგაციების" მეორადი ბაზრის ოპერაციების დაწყებას აღნიშნავდა. დამსწრეებმა ხელი მოაწერეს სიმბოლურ ობლიგაციას და გადაიღეს სამახსოვრო ფოტო.

socar-green-obligations-1741594529.jpeg

SOCAR-ის "მწვანე ობლიგაციები" არა მხოლოდ აძლიერებს კომპანიის სტრატეგიულ პოზიციას კაპიტალის ბაზარზე, არამედ გამოხატავს SOCAR-ის ერთგულებას გარემოსდაცვითი ღირებულებებისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტების მიმართ.

R