ვინ იყო ემიგრანტი, რომელიც აშშ-ში 25 დოლარით ჩავიდა და იმპერია შექმნა | Allnews.Ge

ვინ იყო ემიგრანტი, რომელიც აშშ-ში 25 დოლარით ჩავიდა და იმპერია შექმნა

ასტორების ოჯახი იყო პირველი ოჯახი, რომლებმაც აშშ-ში მილიონოით დოლარი გამოიმუშავა.

იმ დროს, როდესაც ასტორების პირველმა წარმომადგენელმა, ჯონ ჯეიკობ ასტორმა აშშ-ში პირველი მილიონი გამოიმუშავა და ბიზნეს იმპერია შექმნა, სამეფო ოჯახის წევრებზე და ქვეყნის ყველაზე მდიდარ კლანზე მდიდარ და გავლენიან ადამიანად მიიჩნეოდა.

ათწლეულების განმავლობაში, ასტორების დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ ფილანტროპები, ტიტანიკზე დაღუპული უმდიდრესი მგზავრი და სხვა გავლენიანი პირები.

კლანის სათავეში მყოფ, პირველ ასტორს საკმაოდ საინტერესო ცხოვრებისეული ისტორია აქვს.

როგორ დაიწყო ყველაფერი...

ჯონ იაკობ ასტორი 1763 წელს გერმანიის პატარა ქალაქ ვალდორფში, ყასაბის ოჯახში დაიბადა. იგი მესამე ვაჟი იყო.

ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. შვიდწლიანმა ომმა პრუსიელი ღარიბების ბედი კიდევ უფრო დაამძიმა. ასტორებსაც თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდათ თავი. ამიტომ 20 წლის ასაკში მშობლიური ოჯახი ჯერ უფროსმა ძმამ, ჯორჯმა მიატოვა, შემდეგ კი შუათანამ - ჰენრიმ.

იაკობმა სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა და ორი წლის განმავლობაში მამასთან მუშაობდა.

1779 წელს კი, 16 წლისა ლონდონში გაემგზავრა, სადაც ძმასთან ერთად ბიძის Astor & Broadwood ფლეიტის და ფორტეპიანოს ქარხანაში მუშაობდა.

შრომისმოყვარე მოზარდმა ინგლისური ისწავლა, თავის "ჯონ ჯეიკობ" უწოდა და გულმოდგინედ აგროვებდა ხელფასს ამერიკაში გადასასვლელად.

123456-1739642674-1739702010.jpg

მალე, ჯიბეში 25 დოლარით, ლივერპულიდან ნიუ-იორკში მიმავალ გემზე დაჯდა. მის ბილეთზე მითითებული იყო, რომ უმცროსი ასტორი „ყოველგვარი კლასისა და შესაბამისად ყოველგვარი პრეტენზიის უფლების გარეშე“ მგზავრობდა.

25 დოლარის გარდა ლონდონიდან ასტორმა პატარა შეკვრა და 7 ცალი ფლეიტა წაიღო.

გემზე ის გერმანელ მკვლევარს შეხვდა, რომელსაც ადგილობრივებისგან ბეწვის ყიდვის გამოცდილება ჰქონდა. ამან ახალბედა ბიზნესმენს შთააგონა ბეწვის მზარდი ინდუსტრიაში ეცადა ბედი.

ჯონ ასტორმა ნიუ-იორკის მიწაზე ფეხი მხოლოდ 1784 წლის მარტში დადგა. იხილეთ სრულად