გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება - რამდენად იყიდით საწვავს საქართველოში? | Allnews.Ge

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება - რამდენად იყიდით საწვავს საქართველოში?

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 10:40 საათზე, 72.53 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.27%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში შემცირებამ 0.14% შეადგინა და ბარელზე 75.67 დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება საქართველოს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 20 იანვრიდან საწვავის ფასები 4-8 თეთრის ფარგლებში გაძვირდა, ბოლო ერთი კვირის მდგომარეობით კი ფასების უცვლელი დარჩა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:

Socar:

ნანო სუპერი - 3.55 ლარი

ნანო პრემიუმი - 3.20 ლარი

ნანო ევრო რეგულარი - 3.03 ლარი

ევრო 5 დიზელი - 3.03 ლარი

ნანო ევრო 5 დიზელი - 3.14 ლარი.

Gulf:

G-Force სუპერი - 3.63 ლარი;

G-Force პრემიუმი - 3.23 ლარი;

G-Force ევრო რეგულარი - 3.13 ლარი;

ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;

G-Force ევრო დიზელი - 3.19 ლარი.

იხილეთ სრულად