"ასე თუ გაგრძელდა, იძულებული ვიქნებით, მეტი რუსული გაზი ვიყიდოთ“ - რას ამბობს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში | Allnews.Ge

"ასე თუ გაგრძელდა, იძულებული ვიქნებით, მეტი რუსული გაზი ვიყიდოთ“ - რას ამბობს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი გა­ზის იმ­პორ­ტი იზ­რდე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლის კი მცირ­დე­ბა. თუ 2022 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბერ­ში მთლი­ან შეს­ყიდ­ვებ­ში რუ­სულ გაზ­ზე მხო­ლოდ 12.2% მო­დი­ო­და, წელს სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 36%-მდე გა­ი­ზარ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, 87.8%-დან 64%-მდე შემ­ცირ­და.

"ჯე­ო­ქე­ი­სის“ უფ­რო­სი მკვლე­ვა­რი ლი­ა­ნა ჯერ­ვა­ლი­ძე bpn.ge-სთან ამ­ბობს, რომ ევ­რო­პა­ში რუ­სულ გაზ­ზე უა­რის თქმის შემ­დეგ, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ, ბაზ­რებ­ზე (შე­სა­ბა­მი­სად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­ზეც) მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და, შე­დე­გად კი, სა­ქარ­თვე­ლო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რუ­სუ­ლი გა­ზის იმ­პორ­ტი გა­ე­ზარ­და."რო­დე­საც ევ­რო­პა­ში გა­ზის ფასი 500 დო­ლა­რია და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ გაზ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და, აზერ­ბა­ი­ჯანს ვერ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებ და ვერ ეტყვი, რომ არ გა­ი­ტა­ნოს.

ამის მი­ზე­ზია ის, რომ ევ­რო­პას, რუ­სულ გაზ­ზე უა­რის თქმის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი მეტი გაზი სჭირ­დე­ბა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში კი, სა­ქარ­თვე­ლოს, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით, რჩე­ბა რუ­სუ­ლი გაზი. ასე თუ გაგ­რძელ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით მეტი რუ­სუ­ლი გაზი ვი­ყი­დოთ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა