რა ქონებას ფლობს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტს ალექსანდრე წულაძე დაიკავებს. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანამდე, ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის (ამჟამად უკვე ყოფილი) გიორგი ამილახვარის მოადგილის პოსტს იკავებდა, რომელმაც თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა. ამის მიზეზად კი, კერძო სექტორში დაბრუნება დაასახელა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს, ალექსანდრე წულაძე.

მის მიერ წელს, ივნისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, განათლების ახალი მინისტრის სახელზეა: 2 ბინა თბილისში, 2 ავტოფარეხი, სარდაფი, 2 მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი.

ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, ასევე თბილისში. იხილეთ სრულად