"დავუშვათ, თქვენი მდგმურები ქირას არ იხდიან, არის თუ არა გამოსავალი საპატრულო პოლიციის გამოძახება?" - რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბინას ვაქირავებთ ან ვქირაობთ? | Allnews.Ge

"დავუშვათ, თქვენი მდგმურები ქირას არ იხდიან, არის თუ არა გამოსავალი საპატრულო პოლიციის გამოძახება?" - რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბინას ვაქირავებთ ან ვქირაობთ?

ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბის თუ და­გი­რა­ვე­ბის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­წვავ­და მას შემ­დეგ, რაც ჩვენ­თან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ: მათ სა­ბაზ­რო ფას­ზე ბევ­რად მეტი თან­ხა შეს­თა­ვა­ზეს ბი­ნის მფლო­ბე­ლებს, რა­საც ბევ­რი გა­უ­გებ­რო­ბა მოჰ­ყვა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერთ-ერთი ბი­ნის მე­პატ­რო­ნის შვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და: "დე­და­ჩემ­მა თე­ბერ­ვლის ბო­ლოს გა­ა­ქი­რა­ვა ბინა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ზე, რო­მელ­მაც მხო­ლოდ ერთი კვი­რის თან­ხა გა­და­უ­ხა­და. მას შემ­დეგ აღარ იხ­დის და გვა­ტყუ­ებს. თან, მო­ხუ­ცი დე­დაც ჰყავს ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი და ჩვენს ბი­ნა­ში უკვე მე­სა­მე თვეა, უფა­სოდ ცხოვ­რო­ბენ. პატ­რუ­ლი გა­მო­ვი­ძა­ხეთ და გვი­თხრეს: თქვენს მდგმურს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი და უფ­ლე­ბა არ გაქვთ, ბი­ნი­დან გა­უშ­ვა­თო. ხომ არ იცით, ვის უნდა მივ­მარ­თოთ და რა გა­ვა­კე­თოთ?!"

ცნო­ბი­ლია, რომ ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა არა­ერთ ადა­მი­ანს აქვს, ამი­ტომ კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის ად­ვო­კატ კახა კო­ჟო­რი­ძეს მივ­მარ­თეთ.

- ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, ნე­ბის­მი­ერ დროს მოგ­ვმარ­თონ, მეც და ჩემი კო­ლე­გე­ბიც მზად ვართ, მათ იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ეს ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რო­გო­რიც ექიმ­თან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მის­ვლა: ექიმს მხო­ლოდ მა­შინ მივ­მარ­თავთ, როცა ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნე­ბა, პა­ტა­რა ტკი­ვილს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევთ და გვი­ან ვხვდე­ბით - თა­ვი­დან­ვე რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვით, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა­საც გა­და­ვურ­ჩე­ბო­დით და ხარჯსაც.

- რას გუ­ლის­ხმობთ, ბა­ტო­ნო კახა?

- სა­ერ­თოდ, იუ­რის­ტის კონ­სულ­ტა­ცია გა­ცი­ლე­ბით იაფი ღირს, ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა და საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, იუ­რის­ტის ჩარ­თვა უმ­ჯო­ბე­სია მა­ნამ, ვიდ­რე ასე­თი მწვა­ვე პრობ­ლე­მა წარ­მოქ­მნი­ლა. მო­ქა­ლა­ქემ, რო­მე­ლიც სა­მარ­თლებ­რივ ნი­უ­ან­სებ­ში ვერ ერ­კვე­ვა, თა­ვის დრო­ზე უნდა გა­არ­კვი­ოს ეს სა­კი­თხი კვა­ლი­ფი­ცი­ურ იუ­რის­ტთან, კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­როს და წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოს, რომ­ლის ძა­ლით ბი­ნას კა­ნო­ნი­ე­რად გა­ა­ქი­რა­ვებს. სამ­წუ­ხა­როდ, ზე­პირ შე­თან­ხმე­ბას სჯერ­დე­ბი­ან და ეს ხში­რად უსი­ა­მოვ­ნე­ბით მთავ­რდე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი რუ­სია, ქარ­თვე­ლი თუ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, ასე­თი გა­უ­გებ­რო­ბა ყო­ველ­თვის იყო და მო­მა­ვალ­შიც იარ­სე­ბებს, ვიდ­რე ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას არ მი­ეჩ­ვე­ვი­ან.

- რა ტი­პის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ფორმ­დე­ბა ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბამ­დე?

- ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ზე­პი­რი, ასე­ვე წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით. პრაქ­ტი­კა­ში ხში­რია ზე­პი­რი ფორ­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა. სწო­რედ ასე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა წარ­მო­შობს ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მებს. ამ დროს ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­საც და მდგმურ­საც თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს: ერთი მხა­რე ერთს ამ­ბობს, მე­ო­რე - მე­ო­რეს და ორი­ვეს უჭირს სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა - ვერ გა­არ­კვევ, რა იყო ქი­რის ოდე­ნო­ბა, რაზე შე­თან­ხმდნენ, რო­დის უნდა და­ე­ცა­ლა ბინა დამ­ქი­რა­ვე­ბელს და ა.შ. ეს დე­ტა­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით იოლი გა­სარ­კვე­ვია, როცა წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. და­ვუშ­ვათ, თქვე­ნი მდგმუ­რე­ბი ქი­რის ფულს არ იხ­დი­ან, არის თუ არა გა­მო­სა­ვა­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა?.. არა, რად­გან პატ­რუ­ლი სუ­ლაც არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, ამ­გვარ ნი­უ­ან­სებ­ში გა­ერ­კვეს. თუ ადა­მი­ა­ნი ან მთე­ლი ოჯა­ხი ვი­ღა­ცის ბი­ნა­ში უკა­ნო­ნოდ ცხოვ­რობს, ქი­რას არ იხ­დის და იქი­დან აღარ გა­მო­დის, ეს უკვე სა­სა­მარ­თლოს საქ­მეა, რაც ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა.

- რა ხარ­ჯე­ბი ახ­ლავს ამ­გვარ გა­უ­გებ­რო­ბას?

- ჯერ ერთი, საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტის ჩარ­თვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა და არც ერთ მხა­რეს ხელს არ აძ­ლევს, რად­გან სა­კი­თხი დრო­ში იწე­ლე­ბა - თი­თო­ე­ულ მო­სა­მარ­თლეს იმ­დე­ნი საქ­მე აწე­რია, რომ ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ თა­ვი­სი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად შე­იძ­ლე­ბა 7-8-10 თვეც და­კარ­გოს. ამი­ტომ, ვიდ­რე ამ პრობ­ლე­მას გა­და­ვეყ­რე­ბით, მა­ნამ­დე უნდა შედ­გეს წე­რი­ლო­ბი­თი ან ზე­პი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორი­ვე მხა­რეს და­ი­ცავს. იხილეთ სრულად