როგორია თბილისის მეტროს დასაქმებულთა ანაზღაურება? - მეტროში სულ 2 989 პირია დასაქმებული | Allnews.Ge

როგორია თბილისის მეტროს დასაქმებულთა ანაზღაურება? - მეტროში სულ 2 989 პირია დასაქმებული

2024 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივლისის ჩათვლით, თბილისის მეტროსადგურებში 2 989 პირი იყო დასაქმებული.

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში მეტროს თანამშრომლებზე ჯამურად 34 597 106 ლარის ოდენობით თანამდებობრივი სარგო გაიცა. ამ მონაცემების დაანგარიშებით გამოდის, რომ თვეში მეტროს თანამშრომლებზე გაცემული თვიური სარგო საშუალოდ 1 653 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი 1966 წელს გაიხსნა და მაშინ 6 სადგურს მოიცავდა. ამჟამად მეტრო 2 ხაზისა და 23 მოქმედი სადგურისგან შედგება.