ჰესი, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტის 40%-ზე მეტს ჩაანაცვლებს - როგორია „ტეხურის კასკადის“ პოტენციალი | Allnews.Ge

ჰესი, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტის 40%-ზე მეტს ჩაანაცვლებს - როგორია „ტეხურის კასკადის“ პოტენციალი

„ტეხურის კასკადის” პროექტი საჯარო და კერძო პარტნიორობის პოტენციურ პროექტად არის იდენტიფიცირებული. ამ დროისთვის პროექტი პირველ ფაზაზეა, რაც მისი კონცეფციის ბარათის მომზადებას და მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონება/არმოწონების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს.

საჯარო და კერძო პარტნიორობის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ „ტეხურის კასკადის” დადგმული სიმძლავრე 112.39 მგვტ-ია, რაც წელიწადში დაახლოებით 653.25 მლნ კვტ/სთ ელექტერონერგიის დამატებით წარმოებას გულისხმობს. ეს კი 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, (იმპორტი 1.6 მლრდ კვტ/სთ), ქვეყნის საშუალო წლიური იმპორტის 40.8%-ის ტოლია.

„პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების სწრაფ მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაგეგმილია დაახლოებით 170.05 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება განახლებადი ენერგიის სექტორში. ამის გარდა, გასათვალისწინებელია არაპირდაპირი პოზიტიური გავლენა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და გარემოზე დადებითი გავლენის სახით. პროექტის ოპერირების პერიოდში, ქონების გადასახადის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად შევა დაახლოებით 1.7 მილიონი დოლარი. იხილეთ სრულად