ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძული აღარ აშენდება? - მშენებლობის ნებართვის გაცემა შეჩერებულია | Allnews.Ge

ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძული აღარ აშენდება? - მშენებლობის ნებართვის გაცემა შეჩერებულია

გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ბა­თუმ­ში და­გეგ­მი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა. ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

ამას­თან, რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლის მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნია "ტერ­მი­ნალ 1-ის" დაკ­ვე­თით ჩა­ტარ­და კვლე­ვა, რომ­ლის წი­ნას­წა­რი შე­დე­გი­თაც მათ და­უშ­ვებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ კუნ­ძუ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა - მო­წყო­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში.

"კუნ­ძუ­ლის გან­სა­ხილ­ვე­ლი საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რია ფა­რავს შპს "ტერ­მი­ნალ 1-ის“ ნავ­მი­სად­გომ­ზე მი­მა­ვა­ლი სა­ზღვაო ნავ­თო­ბტან­კე­რე­ბის შე­მოს­ვლა-მა­ნევ­რის და დგო­მის არე­ალს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სრუ­ლად იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო 2022 წელს, რო­დე­საც იხი­ლე­ბო­და "ამ­ბა­სა­დორ ბა­თუ­მი აი­ლენ­დის­თვის“ ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მის პი­რო­ბე­ბი. აქვე თქვენს ყუ­რა­დღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებთ იმ ფაქ­ტზე, რომ "ამ­ბა­სა­დორ ბა­თუ­მი აი­ლენ­დის“ მხრივ ინ­ტენ­სი­უ­რად და ქა­ო­სუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლე­ბის ჩაყ­რა. შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ის ნავ­მი­სად­გო­მის და ხო­მალ­დე­ბის შე­მოს­ვლის მარ­შრუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­და­ად­გილ­დე­ბა მძი­მე ტექ­ნი­კა, გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, უახ­ლოვ­დე­ბი­ან გა­დატ­ვირ­თვის ად­გილს, სა­დაც ტე­ლე­ფო­ნის უბ­რა­ლოდ შე­ტა­ნაც კი ფეთ­ქე­ბადსა­ში­შია, რომ აღარ ვი­სა­უბ­როთ ღია ტე­რი­ტო­რი­ი­დან სა­ბო­ტა­ჟის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ის დი­რექ­ტო­რის წე­რილ­ში, რომ­ლი­თაც მან გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თა და რო­მელ­საც რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან მო­ა­წო­დეს და რო­მე­ლიც 2 აგ­ვის­ტო­თი თა­რიღ­დე­ბა, სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი, ვა­სილ გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი "ამ­ბა­სა­დორ ბა­თუ­მი აი­ლენ­დს“ წე­რი­ლით მი­მარ­თავს, რომ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის/დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის (მათ შო­რის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ) წარ­მოდ­გე­ნამ­დე სა­ა­გენ­ტო მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას იმ­სჯე­ლოს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­ცე­მის თა­ო­ბა­ზე.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის ეტაპ­ზე, შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ის მიერ 2024 წლის 22 ივ­ლისს წარ­მოდ­გე­ნი­ლია N7434 წე­რი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვით "შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ს არ გა­აჩ­ნია ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბა შპს "ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენდთან“.

ამას­თან, შპს "ტერ­მი­ნალ1“-ს არ შე­უ­ტა­ნია ცვლი­ლე­ბა და­გეგ­მილ პრო­ექ­ტში“. წე­რილ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "შპს "ტერ­მი­ნალ 1“ უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს კუნ­ძუ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა/მო­წყო­ბას წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. ასე­ვე აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით "შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ის მიერ და­მა­ტე­ბით იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი 2024 წლის 31 ივ­ლი­სის N22764 წე­რი­ლი, რო­მელ­საც თან ახ­ლავს კომ­პა­ნია "ან­კორ ინ­ჟი­ნე­რინ­გის“ წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბა, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია "ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დის“ კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი და რის­კე­ბი“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წე­რილ­ში.