საქართველო სურსათის სიძვირით რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს - Numbeo-ს სტატისტიკა | Allnews.Ge

საქართველო სურსათის სიძვირით რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს - Numbeo-ს სტატისტიკა

Numbeo-ს 2024 წლის სურსათის ფასის სტატისტიკის მიხედვით, რომელიც უფუძნება 146 ქვეყნის მონაცემებს, საქართველო სურსათის სიძვირით 90-ე ადგილზეა, რითაც რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. ქვეყანას რეიტინგში 35.7 ქულა აქვს.

უფრო კონკრეტულად, 146 ქვეყანას შორის სომხეთს 97-ე ადგილი (34.1 ქულა) ერგო, თურქეთი სურსათის სიძვირით 114-ე ადგილზეა მაშინ, როცა აზერბაიჯანმა 119-ე ადგილი (28.4 ქულა) დაიკავა, რუსეთი კი რეიტინგში 130-ე ადგილზეა (25.9 ქულა).

სურსათის სიძვირის მიხედვით, პირველი 10 ადგილი ასე გადანაწილდა:

  • ბერმუდა
  • შვეიცარია
  • კაიმანის კუნძულები
  • აშშ ვირჯინიის კუნძულები
  • ისლანდია
  • სამხრეთ კორეა
  • ბაჰამის კუნძულები

იხილეთ სრულად

myquiz