თბილისის რომელ უბნებში ღირს ბინა ყველაზე იაფი/ძვირი?
Galt&Tagart-ის კვლევის მიხედვით, თბილისში, მაისში 3 197 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდული ბინების რაოდენობა 3 470-ს შეადგენდა. მონაცემების მიხედვით, გაყიდვები მაისში წლიურად 7.9%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაისში 1 კვ.მ-ის გასაყიდი ფასი ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირდა და 2 938 დოლარს გაუტოლდა, ამასთანავე, მეორე ადგილზეა ვაკე კვადრატულზე 2 327 დოლარით.
რაც შეეხება სხვა უბნებს, კვ.მ-ის გასაყიდი ფასები თბილისში ასე გადანაწილდა:
- მთაწმინდა - 2 938 დოლარი;
- ვაკე - 2 327 დოლარი;
- ჩუღურეთი - 1 610 დოლარი;
- საბურთალო - 1 489 დოლარი;
- კრწანისი - 1 459 დოლარი;
- ისანი - 1 264 დოლარი;
- დიდუბე - 1 190 დოლარი;