5 დარგი საქართველოში, სადაც ხელფასები ყველაზე დაბალი და მაღალია
2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით ანუ 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540 ლარით, ხოლო კაცების - 2 343.2 ლარით განისაზღვრა.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 289.8 ლარი (14.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ საქმიანობებში აქვთ ყველაზე დაბალი და მაღალი ხელფასი საქართველოში.
გთავაზობთ, საქმიანობის 5 დარგს საქართველოში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე დაბალია:
- განათლება - 1 126 ლარი;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 236 ლარი;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1 318.8 ლარი;განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1 394.6 ლარი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 519.6 ლარი. იხილეთ სრულად