სად არის უძრავი ქონება უფრო მოთხოვნადი? -თბილისის 3 უბანი, სადაც ყველაზე მეტი და ნაკლები ბინა იყიდება
2024 წლის მაისში თბილისში 3 197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის ავტორთა შეფასებით, ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე.
„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაზე დაყრდნობით, გთავაზობთ, დედაქალაქში 3-3 უბანს, სადაც ყველაზე მეტი და ნაკლები ბინა გაიყიდა მაისში.
კვლევის თანახმად, მაისში მთლიან ბაზარზე გაყიდული ბინების ყველაზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა შემდეგ უბნებში:
- დიდი დიღომი - 639 ბინა გაიყიდა ;
- საბურთალო - 543 ბინა გაიყიდა;
- სამგორი - 495 ბინა გაიყიდა.