„აშშ - 6 დოლარი, რუსეთი - 2.7 დოლარი“ - სად რამდენად ვყიდით ქართულ ღვინოს
იანვარ-მაისში ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 35.8%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის პირველ 5 თვეში 103.25 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 140.26 მლნ დოლარის.
მიუხედავად იმისა, რომ წლიურ ჭრილში გაზრდილია ქართული ღვინის ექსპორტი, თვიურად შემცირებულია. 2024 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, კლება 67.2%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, მაისში ექსპორტზე გავიტანეთ 14.08 მლნ დოლარის ქართული ღვინო, აპრილში კი 42.95 მლნ დოლარი.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში გავიტანეთ ექსპორტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 74.5% იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენ დოლარად გაგვაქვს 1 ლიტრი ქართული ღვინო მსხვილ საექსპორტო ქვეყნებში. ათეულში წარმოდგენილ ქვეყნებში ყველაზე ძვირად ქართული ღვინო ამერიკაში იყიდება, ხოლო ყველაზე იაფად პოლონეთში.
უფრო კონკრეტულად, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
- რუსეთი - 104.55 მლნ დოლარის 38.7 ათასი ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 2.7 დოლარი);
- პოლონეთი - 6.443 მლნ დოლარის 2.61 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 2.5 დოლარი);
- უკრაინა - 4.983 მლნ დოლარის 1 778 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 2.8 დოლარი);
- ყაზახეთი - 3.751 მლნ დოლარის 1 199 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 3.1 დოლარი);
- ბელარუსი - 3.011 მლნ დოლარის 1 073 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 2.8 დოლარი);
- აშშ - 2.988 მლნ დოლარის 486.6 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 6.1 დოლარი);