რა ქონებას ფლობს და როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ფინანსური მდგომარეობა
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მას თინა ბოკუჩავა შეცვლის.
"მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას: 1. ეხება პარტიის თავმჯდომარეს და მინდა ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა. ასევე, ყრილობას მინდა შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, იმიტომ, რომ პოლიტიკური საბჭო არ არის ყოველდღიური რუტინული მუშაობა და ცხადია მე ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული გუნდთან ერთად," - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამ დრომდე ბოკუჩავა პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო. რაც შეეხება მის ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობას, ბოლო დეკლარაცია 2023 წლის 31 ივლისს აქვს შევსებული.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პარლამენტის დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული: 3 ბინა თბილისში, რომელთაგან 1 სრულად მის საკუთრებაშია, ხოლო 2 ბინაზე მითითებული აქვს, რომ 50-54%-იან წილებს ფლობს; ასევე მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ბულაჩაურში. დეპუტატს ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი fiat 500x, რომელიც 2022 წელს 6 ათას დოლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში თინა ბოკუჩავას საბანკო ანგარიშებზე 25 000 დოლარის ანაბარი ჰქონდა, ხოლო სახელფასო ანგარიშზე 2 015 ლარი და 500 დოლარი უფიქსირდებოდა. იხილეთ სრულად