რა ცვლილებები იგეგმება საპენსიო სააგენტოში და არის თუ არა საფრთხე, დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების ბედი“ გაიზიაროს? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ | Allnews.Ge

რა ცვლილებები იგეგმება საპენსიო სააგენტოში და არის თუ არა საფრთხე, დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების ბედი“ გაიზიაროს? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას გეგ­მავს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ა­გენ­ტო, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთავ­რო­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ექ­ცე­ვა. ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭოს გა­უქ­მე­ბას და ამას­თა­ნა­ვე, მო­ი­ცავს მუხლს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ დაგ­რო­ვი­ლი სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი შე­საძ­ლოა, რის­კი­ან პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ი­დოს და გა­ი­ცეს კრე­დი­ტე­ბიც.

ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ცვი­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც კა­ნონ­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. არა­ერ­თი შე­ფა­სე­ბა გავ­რცელ­და და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის, 3 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს "მავ­ნებ­ლო­ბა“ უწო­და. ამას­თა­ნა­ვე, პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ "მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­პენ­სიო ფონ­დის მთავ­რო­ბის ხელ­ში გა­და­ტა­ნა, რაც სა­ში­ში მი­მარ­თუ­ლე­ბაა”.

და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბი. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ დე­ტა­ლუ­რად, რა შე­იც­ვლე­ბა სა­ა­გენ­ტო­ში, სად და­ბანდდე­ბა თქვე­ნი სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი და ხომ არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ და­ნა­ზო­გებ­მა "საბ­ჭო­თა ანაბ­რე­ბის“ ბედი გა­ი­ზი­ა­როს.

ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭო­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭო გა­უქ­მდე­ბა. მის ნაც­ვლად შე­იქ­მნე­ბა მმარ­თვე­ლი საბ­ჭო. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ნი­მუმ 9 და მაქ­სი­მუმ 15 წევ­რის­გან იქ­ნე­ბა შემ­დგა­რი. 9 წევ­რის შემ­თხვე­ვა­ში, ერთი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი პირი იქ­ნე­ბა, ხოლო 9-ზე მე­ტის შემ­თხვე­ვა­ში - ორი. წევ­რებს კო­მი­სია შე­არ­ჩევს და პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­ამ­ტკი­ცებს. მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა 5 წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

რო­გორ უქ­ვემ­დე­ბარ­დე­ბა მთავ­რო­ბას "სა­პენ­სიო ფონ­დი“?და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით სა­ა­გენ­ტო, პრაქ­ტი­კუ­ლად, მთავ­რო­ბას და­უქ­ვემ­დე­ბარ­დე­ბა. კერ­ძოდ, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭოს წევ­რებს კო­მი­სია და­ამ­ტკი­ცებს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის­გან და­კომ­პლექტდე­ბა.

კო­მი­სია 7 წევ­რის­გან იქ­ნე­ბა შემ­დგა­რი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კო­მი­სი­ის წევრთა ვი­ნა­ო­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი,

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი,

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი,

პარ­ლა­მენ­ტის 3 წევ­რი (წა­რად­გენს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო)'

1 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წევ­რი (წა­რად­გენს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი).

ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ა­გენ­ტოს მმარ­თველ საბ­ჭოს, რომ­ლის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის სია მო­ცუ­ლო­ბი­თია, მთავ­რო­ბა და­ა­კომ­პლექ­ტებს. ეს კი მა­შინ, როცა სა­ა­გენ­ტო­ში ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­მი­ტე­ტი უნდა შექ­მნას საბ­ჭომ, მათ შო­რის სა­ინ­ვეს­ტი­ციო, რის­კის მარ­თვის და შიდა აუ­დი­ტის კო­მი­ტე­ტე­ბი. "სა­პენ­სიო ფონდს“ კი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას გა­უ­წევს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ეკო­ნო­მის­ტი აკა­კი ცო­მა­ია აცხა­დებს, რომ სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქმნის ბანკს, სა­დაც მთავ­რო­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭოს სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს.

"ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ რო­გორ ხდე­ბა საბ­ჭოს წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნა: უშუ­ა­ლოდ მთავ­რო­ბა ნიშ­ნავს და და­ნარ­ჩე­ნე­ბი ფორ­მა­ლუ­რად აცხა­დე­ბენ ღია კონ­კურსს, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მთავ­რო­ბა იღებს. საბ­ჭოს წევ­რე­ბის ხელ­ში ექ­ცე­ვა სა­მი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა: მე­ნე­ჯმენ­ტი, სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა და ამ საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გიც“, - აღ­ნიშ­ნა ცო­მა­ი­ამ.

ეკო­ნო­მის­ტი სა­უბ­რობს სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეც და ამ­ბობს, რომ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ცავს "კო­რუფ­ცი­ის ნიშ­ნებს“.

სად შე­უძ­ლია და­ნა­ზო­გე­ბის და­ბან­დე­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო კო­მი­ტეტსმმარ­თვე­ლი საბ­ჭოს მიერ შექ­მნი­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კო­მი­ტეტს ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­თა სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ხით გა­ნა­თავ­სოს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში, მათ შო­რის უჩ­ნდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დაგ­რო­ვი­ლი თან­ხე­ბი გას­ცეს კრე­დი­ტე­ბის სა­ხი­თაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაჩ­ნდა მო­ლო­დი­ნი, რომ "სა­პენ­სიო ფონ­დი“ ბანკს და­ემ­სგავ­სე­ბა. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან სურ­გუ­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ა­გენ­ტოს­გან ბან­კი შე­იქ­მნა, ის "ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს ისე, რო­გორც სხვა კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი“.

აკა­კი ცო­მა­ი­ას შე­ფა­სე­ბით, პრობ­ლე­მუ­რია მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ა­გენ­ტოს შე­ეძ­ლე­ბა კრე­დი­ტე­ბის გა­ცე­მა. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნიშ­ნავს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­საძ­ლოა, მო­ქა­ლა­ქე­თა დაგ­რო­ვი­ლი 5 მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს, მო­მა­ვალ­ში კი წლე­ბის ნაგ­რო­ვებ­მა და­ნა­ზო­გებ­მა "საბ­ჭო­თა ანაბ­რე­ბის ბედი გა­ი­ზი­ა­როს“.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ: დაგ­რო­ვი­ლი სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი შე­საძ­ლოა, ჩა­ი­დოს მა­ღალ­რის­კი­ან პრო­ექ­ტებ­ში ან გა­ი­ცეს კრე­დი­ტე­ბის სა­ხით, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ მისი და­კარ­გვის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია.

სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტითუ კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნი­ლი სა­ხით კა­ნო­ნის ძა­ლას შე­ი­ძენს, სა­კო­მი­სიო 0.5-დან 0.75%-მდე გა­იზ­რდე­ბა. რას ნიშ­ნავს ეს? ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს­ბი­უ­ჯეტს იზ­რდის.

სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან სურ­გუ­ლა­ძის თქმით, სა­უ­ბა­რია საკ­მა­ოდ დიდ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებ­ზე, რისი ქო­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც სა­ა­გენ­ტოს არ აქვს.

"სა­კო­მი­სი­ოს ნა­წი­ლი არ მი­მაჩ­ნია სწო­რად, ძა­ლი­ან დიდ ბი­უ­ჯეტ­ზეა სა­უ­ბა­რი. მე რომ ვი­ყა­ვი სა­ა­გენ­ტო­ში, გვქონ­და 3,5 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ბი­უ­ჯე­ტი და გვყოფ­ნი­და - ამ­ხე­ლა ბი­უ­ჯე­ტი რა სა­ჭი­როა, მე არ მეს­მის“, - გან­მარ­ტა სურ­გუ­ლა­ძემ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz