რომელია თბილისის უბნები, სადაც ბინას ყველაზე იაფად იქირავებთ? | Allnews.Ge

რომელია თბილისის უბნები, სადაც ბინას ყველაზე იაფად იქირავებთ?

2024 წლის აპრილში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე დარჩა (კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი) - ამის შესახებ Galt&taggart-ის კვლევაშია საუბარი.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე დაბალი ფასი ქირის შემთხვევაში სამგორისა და დიდი დიღმის ტერიტორიაზეა. ორივე შემთხვევაში ქირის ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 7.9 დოლარს შეადგენს, რაც თბილისის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

galt-1717244552-1717309488.png

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს გლდანი იკავებს, თბილისის ამ უბანში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ქირის შემთხვევაში 8.1 დოლარს შეადგენს. ასევე ქირის სიიაფის კუთხით, მესამე ადგილზე Galt & taggart-ის კვლევის მიხედვით, ვაშლიჯვარი გავიდა. კვადრატული მეტრის ქირის ფასმა აქ 8.2 დოლარი შეადგინა. იხილეთ სრულად