რას წარმოადგენს ჩინური კომპანია, რომელსაც საქართველო-რუსეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება სურს | Allnews.Ge

რას წარმოადგენს ჩინური კომპანია, რომელსაც საქართველო-რუსეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება სურს

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო.

ცნობისათვის, რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის ასაშენებლად სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2024 წლის მარტში გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენრაციის მიხედვით, საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა - გველეთის საავტომობილო გზის კმ 0+440 კმ 4+940 (ლოტი 1) მონაკვეთის მშენებლობას.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 მაისს დაიწყო და 24 მაისს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 224 919 508 ლარი იყო.

სატენდერო პირობების თანახმად, გზის მშენებლობა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ - China Railway Tunnel Group Co., LTD-მ მიიღო. კომპანიის შეთავაზებული თანხა 212 548 390 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის ასაშენებლად ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა. 1-ლი ტენდერი დეპარტამენტმა გასული წლის ზაფხულში გამოაცხადა. მაშინ შესყიდვაში 5 ჩინური კომპანია მონაწილეობდა. წინადადებების შეფასების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ყველა მათგანზე უარყოფი გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტის თანახმად, წინადადებების უარყოფის მიზეზი პრეტენდენტების მხრიდან გამოცდილების ნაკლებობა და დოკუმენტაციის ხარვეზები გახდა. ცნობისთვის, წინა ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 245,886 მლნ ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ China Railway Tunnel Group Co., LTD-მ ტენდერში მონაწილეობა მაშინაც მიიღო, იმ დროისთვის კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა 233.688 მლნ ლარი იყო. დღეს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, China Railway Tunnel Group-ის მიერ შეთავაზებული თანხა 212 548 390 ლარს შეადგენს. იხილეთ სრულად

myquiz