1 ევროს ფასი ჯიხურებში 3 ლარს გადასცდა - როგორ იყიდება დოლარი და ევრო?
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:50 საათისთვის ერთი დოლარი 2.7698 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7690 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 24 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7246 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9540 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ჯიხურებში ევროს ფასი 3 ლარს აღემატება. კერძოდ, მისი შეძენა მოქალაქეებს 3.015 – 3.020 ლარის ფარგლებში შეეძლებათ. რაც შეეძლება გაყიდვას, ჯიხურები 1 ევროს თქვენგან 2.98 – 2.99 ლარის ფარგლებში იყიდიან.
რაც შეეხება დოლარს, სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენას მოქალაქეები 2.75-2.755 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.77 – 2.78 ლარის ფარგლებში შეძლებთ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.